|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

98 ახალი შემთხვევა - იმერეთში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებმა მოიმატა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან  98 იმერეთს უკავშირდება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა  მარინა ენდელაძემ  განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში გშემთხვევების ყველაზე მეტი მაჩვენებელი - 241 აჭარას,  62 კი თბილისს უკავშირდება.

 

„აჭარა კვლავ ლიდერობს, აქ გამოვლინდა 241 შემთხვევა, იმერეთში – 98, თბილისში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში -15, სამცხე ჯავახეთში – ცხრა, გურიასა და შიდა ქართლში – შვიდი, კახეთში – ორი, იმპორტირებული შემთხვევა არის ექვსი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მკურნალობოს ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის ცხრა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა