|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

"არ შეიძლება ღამით მიიღო ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება, მოქალაქეების გაუფრთხილებლად" - გიგა შუშანია

პარტიის " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენელი გიგა შუშანია ქუთაისში აგრარული ბაზრების წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაკეტვას ეხმიანება. როგორც ის აცხადებს, პრობლემა შეექმნათ მოქალაქეებსაც, რომლებიც ბაზარში პროდუქტების შესაძენად იყვნენ მისული.

"რა თქმა უნდა,  კარგად მესმის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ჩვენი უსაფრთოებიდან გამომდინარე, შეზღუდვები საჭიროა,  მაგრამ არ შეიძლება, ასე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელად, ღამით გვიან, მოვაჭრეების გაუფრთილებლად. ეს ადამიანები დღეს დილით ადრე წავიდნენ და საბითუმო ვაჭრობიდან მოიტანეს ტომრებით სხვადასხვა მალფუჭებადი პროდუქტი. არ შეიძლება ასე იგნორირება გაუკეთო ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური  ლუკმა-პური შეაქვთ სახლში. თუ ბაზრები იკეთება, მოსახლეობისთვის ეს ინფორმაცია წინასწარ უნდა ყოფილიყო მიწოდებული", - აცხადებს გიგა შუშანია. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს ზარალი უნდა აუნაზღაუროს მოვაჭრეებს, ან პროდუქტი მაინც ჩაიბარონ მათგან და სოციალურად დაუცველი და ასაკოვანი ადამიანებისათვის გადასაცემად გამოიყენონ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა