|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს -ნინო ლომჯარია

არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებაა -ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს. 

 მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებას ქვეყნისათვის მძიმე შედეგები მოყვება, 

 "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა ...", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა