|
  • EUR 1 = GEL 3.4295
  • USD 1 = GEL 3.174
|

"ასობით ოჯახი შიმშილობს და ქუთაისის მერია ამ დროს 181 500 ლარს ძელსკამების შესაძენად ხარჯავს"

ქუთაისში ასობით ოჯახი შიმშილობს და  მერია ამ დროს 181 500 ლარს ძელსკამების შესაძენად ხარჯავს - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია და  ქუთაისის მერს მოვლენების არაადექვატურად შეფასებაში ანადაშაულებს. 

"ტენდერი გამოაცხადეს ძელსკამების საყიდლად 181 500 ათას ლარად, ეს გამოაცხადა გუშინ.  ქალაქის მერს არ აქვს გასიგრძეგანებული რა მდგომარეობაა. მე შემიძლია ქალაქის მერს მივუტანო სია იმ ადამიანების, რომლებიც გუშინ მშივრები დაწვნენ..  ახლა რომ ძელსკამების შესაძენად ამდენ თანხას ხარჯავ, ნიშნავს, რომ ამოვარდნილი ხარ კონტექსტიდან და საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა,  რა პროცესები მიდის ქალაქში და რა პროცესების წინაშე დადგება ეს ქალაქი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასობით ოჯახი შიმშილობს უკვე და თუ ეს პროცესი ასე გაგრძლდება,  ათასობით ასეთ ოჯახს მივიღებთ. შიმშილით დაღუპული ადამიანები გვეყოლება ქალაქში, თუ ამას დროზე არ მიეხედა, "-აცხადებს გოგი წულაია.

 ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ საპარკე ძელსკამების შეძენა-მონტაჟის სახელმწიფო შესყიდვა 19 მარტს გამოაცხადა. NAT200006291  ტენდერის თანახმად, 181 500 ლარის სანაცვლოდ  მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეში უზრუნველყოს 60 (სამოცი) ძელსკამების შეძენა-მონტაჟი. 

 ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერებულა, რაც შეეხება ძელსკამებს, მისი განთავსება ქალაქის სკვერებსა და კორპუსების ეზოებში იგეგმება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.38%
არა - 47.68%
არ იცი - 10.94%
სულ - 667 ხმა