|
  • EUR 1 = GEL 3.642
  • USD 1 = GEL 3.0721
|

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის ბაზას აუქმებს

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის ბაზას აუქმებს - ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, კომპანიაში დღეს თათბირი ჩატარდება, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ თანამშრომლები სამსახურიდან უკვე  გაუშვეს.

ვიზეარმა ქუთაისის ბაზაზე არსებული თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების იმ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, ივლისის თვეში ფრენები ისევ შეზღუდულად განხორციელდება.

კომპანიის თანამშრომლებს ქუთაისის ბაზის გაუქმების შესახებ გუშინ განუცხადეს.

"ვიზეარში" საქართველოს დაახლოებით 150 მოქალაქე მუშაობდა. მათი ინფორმაციით, დღეს ჩატარებულ თათბირზე თანამშრომლებს ორ შესაძლებლობას შესთავაზებენ, კერძოდ,  დასაქმების სურვილის არსებობის შემთხვევაში მათ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანენ და იქ მოუწევთ ცხოვრება და მუშაობა, მეორე ვარიანტის მიხედვით კი სამსახურის დატოვება მოუხდებათ.

ავტორი: ნიუპრესი