|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბაღდათის მკვიდრი დააკავეს

ჩოხატაურში 26 წლის მამაკაცის განზრახ მკველობაში ეჭვმიტანილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.  

მკვლელობა დღეს ჩოხატაურში, სოფელ გუთურში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ეზოში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ვალს უკავშირდება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოლიდური ვალი გარდაცვლილის დეიდას ქონდა, რასაც უკავშირდება მომხდარი ინციდენტი.

გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნათესავები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ჯ. დააკავეს. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო.  ბრალდება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობის იარაღი სანადირო თოფი ამოღებულია.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 75.76%
ჯერ ადრეა - 16.67%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.58%
სულ - 66 ხმა