|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათუმსა და ზუგდიდში ბიუჯეტის დამტკიცება საპოლიციო ძალების თანხლებით მიმდინარეობს

ბათუმსა და ზუგდიდში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება საპოლიციო ძალების ჩართულობით,  დაკავებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

"ქართული ოცნება" ცდილობს მომავალი წლის ბიუჯეტი იმ საკრებულოებს დაამტკიცებინოს,  რომლებსაც რამდენიმე დღეში უფლებამოსილება ეწურება. ხელისუფლების შიშს ოპოზიციური უმრავლესობით ჩამოყალიბებული ახალი საკრებულოები იწვევს. ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის ხელახალი არჩევა უნდა მოხდეს. 

 ძალის გამოყენებით დაამტკიცეს ბიუჯეტი ბათუმში მოქალაქეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მძაფრი დაპირისპირების ფონზე. ბათუმში ნაციონალური მოძრაობისა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ აქცია-პერფორმანსის სახით პროტესტის ნიშნად მძაფრი სუნის მქონე სითხე გაუშვა.  დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუხდათ, თუმცა შემდეგ ისევ დაბრუნდენ და ამ სუნის თანხლებით ბიუჯეტი მაინც დაამტკიცეს. 

ანალოგიური ვითარებაა ზუგდიდში, სადაც ასევე დღეს დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

ორივე ქალაქში საკრებულოების შენობაში განლაგებულია პოლიცია. დაკავებული არიან დეპუტატები და აქტივისტები. 

 

ავტორი: ნიუპრესი