|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

ბექა ლომთაძემ ნიცაში გამართულ ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ქუთაისელმა ბექა ლომთაძემ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ის საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართული ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან–პრის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) თავიდანვე წარმატებით დაიწყო. შვეიცარიელი ლეუტერი აშკარა უპირატესობით 10-0 და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ადამ ბიბულატოვი წმინდად დაამარცხა. ნახევარფინალში ლომთაძემ ასევე იოლად, 10-0 მოუგო გერმანელ ლიზენს.

ფინალურ ორთაბრძოლაში, ქუთაისელი ფალავანი, ბელგიის წარმომადგენელ აიუბ მუსაევს დაუპირისპირდა, მეტოქეს 8-1 მოუგო და საფრანგეთის გრან-პრის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ანრი დეგლანი სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებაზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ერთად, გუნდური პირველი ადგილი აიღო.

ავტორი: ნიუპრესი