|
  • EUR 1 = GEL 3.756
  • USD 1 = GEL 3.2059
|

დროშა გულებში დაიკიდეთ! - გოგი წულაია ქუთაისში დროში დგარის სამუშაოებს ეხმიანება

ნიკეაზე, დროშის დგარის მოწყობის პარალელურად, ადგილზე მიწამ დაიწია - ინფორმაციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ავრცელებს.

მან ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის ადგილზე ბრიფინგი გამართა და გაჭიანურებულ სამუშაოებს ამ ფორმით გამოეხმაურა. მისი თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ჩადის მიწა, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.

"არ ვიცი, რა ხდება, შიგნით გამოქვაბულია, ქვედა დინებებია თუ რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც საშიშროებაა. არ არის კარგად შესწავლილი. დროშების ფრიალი არა მთავარი, მთავარია, ქუთაისელების გულებში დაკიდეთ დროშა და ფუნქცია მოუნახეთ ამ ქალაქს" - განაცხადა გოგი წულაია.

ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოსაწყობად ტენდერი მეხუთედ გამოცხადდა. ადგილზე 45 მეტრი სიმაღლის დგარი მოეწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა