|
  • EUR 1 = GEL 3.8415
  • USD 1 = GEL 3.2878
|

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ოთხ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", მოძრაობა "ჩვენ თვითონ" და "პროგრესი და თავისუფლება" ერთიან საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

სწორედ ამ შემადგენლობით წარსდგება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ძალა ერთობაშია".

დღესვე გაირკვა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანების სახელით იბრძოლებს.

"მოლაპარაკების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ გაერთიანებაში. წარდგენა იქნება მასშტაბური, საზეიმო. შემიძლია გითხრათ ის გვარები და ოლქები, რომლებიც ჯერ არ იცით. გურიაში იქნება ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხაშურში ნატო ჩხეიძე, ბოლნისში კახა ოქრიაშვილი, მცხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელი, რაჭა - დოლარ ხაბულიანი,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა