|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

ევროპული საქართველოს ლიდერებმა ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს. ოპოზიციის წარმონადგენლებმა ხელი მოაწერეს პროგრამას, სადაც წერია რას გააკეთებენ და რას არ გააკეთებენ.

გამარჯვების შემთხვევაში პარტია მოსახლოებას გადასახადების შემცირების შედეგად 100000 სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება, რომლის მიხედვითაც წელიწადში თითოეულ ოჯახს საშუალოდ 2000 ლარი დარჩება. რაც შეეხება რას არ გააკეთებენ, ამბობენ, რომ არ შეუქმნიან კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. მათ აღებულ ვალდებულებებს ხელი მოაწერეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა