|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

"გადადგეს ჭიათურის მერი"- ჭიათურის მერიასთან აქცია გაიმართა

"გადადგეს ჭიათურის მერი"- ამ მოთხოვნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გაიმართა.

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად მერიაში არსებული კორუფცია გააპროტესტა. მისი თქმით, მერიაში კორუფციაა და ვერავინ მოიგებს ტენდერს,  თუ მერთან დაახლოებული პირი არ არის.

აქციის მონაწილეებმა მერის გივი მოდებაძის გადადგომა მოითხოვეს, ასევე ისაუბრეს, წინასაარჩევნო ზეწოლაზე. მათი თქმით, წინასაარჩევნოდ ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება.

"წლებია, ჭიათურაში კორუფციაა. კორუმპირებული მერი იპარავს ბიუჯეტს და ახლა არ მივცემთ უფლებას, ხმებიც მოიპაროს. ხდება ზეწოლა ამომრჩევლებზე, ამიტომ შევიკრიბეთ და მოვითხოვთ გადადგეს ჭიათურის მერი და შეწყდეს ადამიამებზე ზეწოლა", - განაცხადა სერგო რატიანმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა