|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

ბენზინ და გაზგასამართი სადგურები ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში [PHOTO]

ქუთაისის ცენტრალურ უბნებში ბენზინ და გაზგასამართ სადგურებს არც თუ იშვიათად შეხვდებით. ბენზინ და გაზგასამართი სადგურები ხშირ შემთხვევაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების გვერდით მუშაობენ. მათი უმეტესობა წინა ხელისუფლების დროს აშენდა. იმ დროისთვის კანონი საცხოვრებელ ზონებში მსგავს მშენებლობას არ ზღუდავდა. 

2016 წელს ქუთაისის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რაც 1 და 2 საცხოვრებელ ზონებში საფრთხის შემცველი მშენებლობებს კრძალავს. კანონი არ ეხება უკვე აშენებულ სადგურებს, თუმცა საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალში მსგავსი მშენებლობა არ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებლობა ნიკეას დასახლებაში, სკოლის მიმდებარედ გაზგასამართი სადგური შენდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი