|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

დევნილების 20 წლიანი ცხოვრება სასტუმროში [PHOTO]

ქუთაისში დევნლილები კომპაქტურად რამდენიმე შენობაში ცხოვრობენ. მათი ყოფა თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან; ცხოვრება ამორტიზირებულ შენობაში, დაზიანებული ინფრასტრუქტურით, საერთო ფართებითა და უკეთესი მომავლის იმედით. რთულ მდგომარეობაში არიან სასტუმრო "თბილისში" შესახლებული დევნილები, რომლებიც შენობაში 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. მათი მდგომარეობა „ნიუპრესის“ ობიექტივმა დააფიქსირა.

დევნილებმა სახელმწიფოსგან არაერთხელ ითხოვეს დახმარება, მიუხედავად ამისა მათი მდგომარეობა უცვლელი რჩება. განსახლება ეტაპობრივად ხდება. ამ დროისთვის ქუთაისში დევნილებისათვის რამდენიმე კორპუსი შენდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი