|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

მდინარე რიონის დაბინძურებული სანაპირო [PHOTO]

ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპირო დაბინძურებულია.

ასევე რთულ მდგომარეობაშია ხიდები და  მიმდებარე ტერიტორიები. მოქალაქეები ნარჩენებს უშუალოდ მდინარესა და მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან.

საკრებულოს წევრები ხელისუფლებას კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიის დასუფთავდება სისტემატიურად ხდება, თუმცა მოქალაქების მიერ ნარჩენების მდინარეში გადაყრა გრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი