|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

"მე მქვია ციგანო"[PHOTO]

ბოშათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ღონისძიება გაიმართა.

საერთაშორისო ორგანიზაციის "ვორდ ვიჟენის" მიერ "ნიღბების თეატრში" გამოფენა მოეწყო, სადაც ბოშების ფოტოები გამოიფინა. ასევე წარმოადგინეს სპექტაკლი "მე მქვია ციგანო". სპექტაკლი  ვალერი ოთხოზორიას რეჟისორობით დაიდგა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა მიიღეს. მასში საუბარია იმ პრობლემებზე, რაც ბოშებს საზოგადეობასთან  ინტეგრაციაში  ხელს უშლით.

"სამწუხაროდ, ესენი არიან ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე ღარიბი ფენები, ამიტომ ხშირად ქუჩაში მუშაობა უწევთ. მიუსაფარი ბავშვებისთვის დღის ცენტრში გვაქვს სერვისი, რომლითაც 50 ბავშვი სარგებლობს. ამ დღის აღსანიშნავად, მოვაწყვეთ ღონისძიება და მასში ჩავრთეთ ბოშები," -განაცხადა  პროექტის კოორდინატორმა შალვა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ღონისძიების შესახებ შეძლებისდაგვარად მოხდა ბოშათა თემის წარმომადგენლების ინფორმირებულობა.

მისივე განცხადებით, დღის ცენტრში ასევე, შესაძლებელია, ბავშვების ღამით დარჩენა, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ 5 ბავშვის მიღება შეუძლიათ.

პრობლემებზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე დღის ცენტრის ბავშვები კამერების წინ არ საუბრობენ.

პროექტი იუსტიციის სამინისტრო ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი