|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება [PHOTO]

ქუთაისში დამოუკიდებლობის  დღის აღსაღნიშნად ღონისძიებები დილიდან დაიწყო.  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მძიმე ტექნიკა გამოიფინა.

ქუთაისის მე-3 ქვეითმა ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საარტილერიო და ჯავშანტექნიკა წარმოადგინა. ცენტრალურ ბაღში კი სხვადასხვა გამოფენები ეწყობა. 

 

ქალაქში 20-მდე სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს. 

წელს ქუთაისს ენერგეტიკის სამინისტრო სტუმრობს, რომლის სპონსორობით ელექტრონული მუსიკის კონცერტი 14:00 საათზე "თეთრ ხიდთან" მოეწყობა, გალა კონცერტს ცენტრალურ მოედანზე კი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი გამართავს. კონცერტი 21:00 დაიწყება და საათზე მეტ ხანს გაგრძელდება.

დღის ბოლოს ღონისძიება ბაგრატის ტაძართან მოეწყობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი