|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

ქუთაისში ჟურნალისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო[PHOTO]

ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ოპერის თეატრში გამოფენა გაიმართა.  წარმოდგენილი იყო 15 ქუთაისელი ჟურნალისტის ხელნაკეთი ნივთები და ნახატები.

„ჟურნალისტიკის დღის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჟურნალისტების შესაძლებლობები ხელოვნებაში. გამოვფინეთ 15 ჟურნალისტის ნამუშევარი. ესენია ნახატები, ნაქარგები, მძივები, ჩანთები და ნაძერწი ნივთები. საზოგადოება არ ელოდა, თუ ამდენი ჟურნალისტი იყო  ამ საქმიანობით დაკავებული“, -განაცხადა  ღონისძიების ორგანიზატორმა ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ციცი ჯინჯიხაძემ.

იდეას წარმატებულად აფასებს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე. გამოფენაში მან მონაწილოება თავისი ნახატებით მიიღო.

„ზოგადად, კარგი იდეაა. თავის ნამუშევრები გამოფინეს ჟურნალისტებმა, შესაძლოა, არაა პროფესიონალური, მაგრამ აქ გადმოცემულია გრძნობები, ხედვები.  მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები განსხვავებულ სფეროში“,-განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი