|
  • EUR 1 = GEL 3.642
  • USD 1 = GEL 3.0721
|

საახალწლო დეკორაციები ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისში საახალწლო განათებები და ცენტრალურ მოედანზე განთავსებული მთავარი ნაძვის ხე მნახველთა მოწონებას იმსახურებს. 

 წელს ახალი დეკორაციების შესაძენად  120 ათასი ლარი დაიხარჯა.  ახალი დეკორაციები  ფალიაშვილის, რუსთაველის და ცისფერყანწელების ქუჩებზე მოეწყო.

რაც შეეხება მთავარ ნაძვის ხეს, წელს განახლდა ტოტები და აქსესუარები. ნაძვის ხე კოლხური მოტივების მიხედვით ახალი დეკორაციით მოირთო. ქუთაისის მთავარი ნაძვისხე საქართველოში წლის ყველაზე ლამაზ ნაძვის ხედ მიიჩნიეს. 

ქალაქში საახალწლო ნაძვის ხეები ტრადიციულად 8 "უსაფრთხოების კუნძულზეც" განთავსდა. 

(გამოყენებულია თეკო ჭეიშვილის ფოტოები) 

ავტორი: