|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

წყალტუბოს ახლადრეაბილიტირებული პარკი დანაგვიანებული და მოუვლელია [PHOTO]

წყალტუბოს ახლადრეაბილიტირებული სკვერები დანაგვიანებული და მოუვლელია. დასასვენებელ პარკში მოუწესრიგებელია ნაგვის ურნები, დაზიანებულია სკამები, გაუთიბავია ბალახი. ირგვლივ არსებული მდგომარეობა ნებისმიერი დამსვენებლისათვის ნეგატიურ სურათს ქმნის. აქვე შეხვდებით მეორადი ტანსაცმლის ბაზრობას.  პარკის სტუმრები უკმაყოფილებას წყლის არარსებობის გამო გამოთქვამენ.  წყალტუბოს პარკში არსებული მდგომარეობა "ნიუპრესის" ობიექტივმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, წყალტუბოს რეაბილიტაცია 38 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტების ნაწილი ამ დრომდე ხორციელდება, ნაწილი კი  დაუსრულებელია. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი