|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

"გამო, შენი შვილის გამო" - 1000 მშობლის მარშს ქუთაისიც შეუერთდა

1000 მშობლის მარშს ქუთაისიც შეუერთდა. "გამო, შენი შვილის გამო" - ამ მოთხოვნით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

მათი თქმით, სიმბოლურად ქალთა საერთაშორისო დღეს შეიკრიბნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ არსებობს.

კამპანია 14 წლის ნინის ტრაგედიას ეხმაურება, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, დაზუსტდეს კანონი გაუპატიურების შესახებ და იყოს სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობა.

„ქუთაისშიც ვაპროტესტებთ ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობას. ვთვლით, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დაუცველია გოგონები. ამიტომ შევიკრიბეთ და მოვითხოვთ, ეფექტურ კანონს, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. აქციის დევიზიც სომბოლურია, "მომისმინე“, რომ მეტმა უწყებამ გაიგოს ადამიანების ხმა, მოლოდინი გვაქვს, რომ მსგავს აქციებს შედეგი ექნება"- აცხადებენ აქციის მონაწილები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი