|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

გამორიცხული არ არის, ქუთაისის მერის პოსტზე კენჭი ისევ ვიყარო - იოსებ ხახალეიშვილი

 გამორიცხული არ არის ქუთაისის მერის პოსტზე კენჭი ისევ ვიყარო - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მან პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს, მასთან, როგორც მერთან, დიდხანს მოუწევთ თანამშრომლობა.

"გირჩევთ, ფეიკნიუსებსა და არაკომპეტენტურ ონფორმაციაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ვაგრძელებ ვმუშაობას.  ამ თემაზე გუნდში განხილვაც არ ყოფილა. გეუბნებით, დიდხანს და ხშირად მოგვიწევს, თქვენ ჟურნალისტებს და  მერის რანგში თანამშრომლობა. არავის შევხვედრივარ, არც გივი ჭიჭინაძეს", -აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

ქალაქის მერმა ჟურნალისტთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა კომენტატი. მისი თქმით, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, თუმცა მერიის მხრიდან ამ ფაქტის აცილებისთვის ყველაფერი გაკეთდა.

"არასასიამოვნო ფაქტი იყო, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ აღნიშნული ფაქტი თავიდან აცილებულიყო. რამდენჯერმე იყო მოწოდება გაკეთებული წესის დაცვაზე. იყო ჩემი თანაშემწის და დაცვის თანამშრომლების შეურაცხყოფა, ჩემს ოთახში შევარდნა. ჩვენ მზად ვართ, მედიასთან თანამშრომლობისთვის". - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მამ ასევე ისაუბრა იმ შეზღიდვაზე, რაც  ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესდა. 

"შემოღებულია ელექტრონილი საშვების სისტემა.ამ ეტაპზე ასე ვიმუშავებთ. შეგიძლიათ აიღოთ საშვი და ვისთანაც გინდათ,მიბრძანდეთ.  ამ ეტაპზე აკრედიტაციას ვერ ვაკეთებთ. აკრედიტაცია  გექნებათ მედიაცენტრში, ვინც გნებავთ,  ჩამოვა და იქნება თქვენთან“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 შეგახსენებთ, მერიის შენობაში "კუთაისი ტუდეის" რედაქტორი არ შეუშვეს, რასაც ინციდენტი მოყვა.

ავტორი: ნიუპრესი