|
  • EUR 1 = GEL 3.4295
  • USD 1 = GEL 3.174
|

გარდაბანში კორონავირუსის პრევენციის მიზნით კორპუსების სადარბაზოებში სადენზიფექციო სამუშაობი ჩატარდა [R]

23 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ მიერ, ვაზიანის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადენზიფექციო სამუშაობი ჩატარდა.

ასევე, ქ. გარდაბანში ყოველდღიურ რეჟიმში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ, მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დეზინფიცირება უტარდება. სპეციალური ხსნარებით მუშავდება სკვერების, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია.

ყველა მიმდინარე პროცესს მონიტორინგის ფარგლებში, პირადად აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.38%
არა - 47.68%
არ იცი - 10.94%
სულ - 667 ხმა