|
  • EUR 1 = GEL 3.756
  • USD 1 = GEL 3.2059
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალარში ამ დრომდე მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ დრომდე მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით დღეს, სოფელში მცხოვრებ 200-მდე სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ მხარდაჭერით, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, სოციალური პაკეტები მუნიციპალიტეტის მერმა - რამაზ ბუდაღაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
 
აღსანიშნავია, რომ სოფელი ყარაჯალარი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ე.წ „წითელ ზონად“ რჩება, შეზღუდვების პარალელურად სოფელში დისტრიბუციისა და ადგილობრივების პროდუქციის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა