|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

"გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა" - გიგა შუშანია

"გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა"-ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ავრცელებს.

როგორც მან გელათში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, რითაც კულტურული მემკვიდროების დახვის სააგენტო ხარვეზების დროებით დამალვას ცდილობს.

შუშანიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პრობლემა არჩევნებამდე დამალოს, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხელისუფლებას პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს.

"ახლა არ არის არჩევნებზე ფიქრის დროს, ასეთი მნიშვნელობის ძეგლი ზიანდება. თავი დაანებეთ ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და პრობლემა მოაგვარეთ. დაზიანებილი სახურავის ნაწილზე თუნუქის დაფარებით პრობლემა ვერ მოგვარდება, ზამთარში ფრესკები სრულად დაზიანდება. დაიწყეთ რეალური სამუშაოები და მთელი გადახურვა შეცვალეთ. ამაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტებიც მოგიწოდებენ. "-განაცხადა გიგა შუშანიამ.

გელათის ტაძარზე სამუშაოები დაახლოებით ორი წლი წინ დაიწყო. პრობლემები რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა