|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

გელათის ტაძარის დროებითი გადახურვის ნაწილი კვლავ დაზიანდა

გელათის ტაძარის დროებითი გადახურვის ნაწილი კვლავ დაზიანდა-ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია " ევროპა ჩვენი სახლიას" წევრმა თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, სახურავის რამდენიმე მონაკვეთზე დამაგრებული თუნუქის ფილები აძვრა. სახურავის დაზიანება ცუდმა ამინდმა და თოვლის საფარმა გამოიწვია. არსებული ინფომაციით, სახურავზე მიმდინარე სამუშაოებში ალპინისტები არიან ჩართული.

შეგახსენებთ, გელათის ტაძარის გადახურვის სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების გამო, ტაძარზე დროებით გადახურვა გაკეთდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დასრულდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი