|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

გელათის ტაძრის დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დასრულდა

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთის მკლავის ახალი დროებითი გადახურვა დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის სახურავისა და წყალგამტარი სისტემების მონიტორინგი.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე საუბარი. ისინი გელათის რეაბილიტაციის პროცესში ისევ უცხოელი სპეციალისტების სასწრაფოდ ჩართვას მოითხოვენ.

ტაძრის დასავლეთის ნაწილის დროებითი თუნუქის გადახურვა რამდენიმე დღის წინ დროს დაზიანდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვევა რა გავლენა მოახდინა ღია კერებზე ნალექის ზემოქმედებამ.

 

ფოტო: ლევან ლექვინაძის

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი