|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ჯაზმენი კვარტეტთან ერთად ქუთაისში კონცერტს გამართავს

გიორგი კიკნაძის კვარტეტი' საქართველოში ‘paysage’ ჯაზ კონცერტების სერიას მართავს

ჯაზ კონცერტების სერია სტარტს ქუთაისში აიღებს. ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კვარტეტის კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.


გიორგი კიკნაძე, ქართველი კონტრაბასისტი და კომპოზიტორი, საქართველოში დაიბადა და გერმანიაში მოღვაწეობს. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიის ქალაქ ლიუბეკში წლების წინ გადავიდა, დაამთავრა ჰამბურგის მუსიკისა და დრამის უნივერსიტეტი. ის ქართველი კომპოზიტორის, რეზო კიკნაძის შვილია.

მუსიკოსი ხელმძღვანელობს საკუთარ კვარტეტსა და ტრიოს. ასევე, ანა-ლენა შნაბელის და გაბრიელ კობურგერის ბენდების წევრია, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და უკრავს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ტილ ბრონერი, გარი თომასი, ადამ ნუსბაუმი, ზივ რავიზი, ფლორიან ვებერი, კრისტიან ლილინგერი, ჯონ შროდერი, კლაუს სტოტერი, ფილიპ გროპერი და სხვა.


გიორგიმ სადებიუტო ალბომი ‘paysage’ თავის დიდი ხნის კოლეგებთან და მეგობრებთან, საქსოფონისტ ფრანკ დელესთან, პიანისტ ლუკას კლაპთან და დრამერ კონრად ულრიხთან ერთად ჩაწერა. ჩანაწერი სავსეა მიძღვნებით. ერთი მხრივ ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც კომპოზიტორს აღაფრთოვანებენ. მათ შორის არიან კომპოზიტორი ალბან ბერგი, პისტოლიერო, უაილდ ბილ ჰიკოკი. მეორე მხრივ კი ჩანაწერი ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც გიორგის ორი სამშობლოდან, საქართველოდან და გერმანიიდან, სრულიად განსხვავებული ქვეყნებიდან არიან და რომელთაც გიორგი მეგობრებად და ოჯახის წევრებად მიიჩნევს.

გიორგი კიკნაძის კვარტეტი კონცერტებს გამართავს, ასევე, თელავში (12 ოქტომბერი) და თბილისში (14 ოქტომბერი).
"</span

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 45.21%
არა - 45.74%
არ იცი - 9.04%
სულ - 376 ხმა