|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში ავტომანქანებით მსვლელობა იმართება

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან გენერალური პროკურატურის მიმართულებით გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით საავტომობილო მსვლელობა მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიტიკოსი ივანიშვილის პირადი პატიმარია. მათივე თქმით,  პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობამნიშვნელოვნად  გაუარესებულია და მისი წინასწარ პატიმრობაში დარჩენა მიზანშეუწონელია.

შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. იგი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, 10 დღის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტორი: ნიუპრესი