|
  • EUR 1 = GEL 3.642
  • USD 1 = GEL 3.0721
|

"ქუთაისიდან მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს- ერთ დღეში გაგვცენ პასუხი"

,,გთხოვ  მასუნთქე“ - რიგით მეორე აქცია ქუთაისში, ამჯერად, 1-ლი  საჯარო  სკოლის  წინ  გაიმართა.

19  ივნისს  გაკეთებული  საპროტესტო  გზავნილის  მიუხედავად, ერთიან ეროვნულ  გამოცდებზე  პირბადეების  გარეშე  დაშვების  გადაწყვეტილება  ჯერ  კიდევ  მიღებული  არ  არის.

სტუდენტები, მაგისტრანტები, მათი  მხარდამჭერები  და  ორგანიზაცია  ,,სტუდენტური  ომბუდსმენის“  წარმომადგენლები, ხელისუფლებას  ერთიან  ეროვნულ  გამოცდებზე  პირბადეების  გარეშე  დაშვების  გადაწყვეტილების  მიღებას  დაუყოვნებლივ  სთხოვენ, რადგან  6  ივლისს  ერთიანი  ეროვნული  გამოცდები  იწყება, თუ  მათი  მოთხოვნები  დაკმაყოფილებული  არ  იქნება, შესაძლოა, საპროტესტო  აქცია  უფრო  ფართომასშტაბიანი  გახდეს.

"ქუთაისიდან მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, რომ ერთ დღეში  გაგვცენ პასუხი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, თბილისში გავმართავთ მასობრივ აქციებს", - განაცხადა  სტუდენტური ომბუდსმენის ხელმძღვანელმა თაკო მეტრეველმა. 

 

ავტორი: ნიუპრესი