|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში არსებული ცხელების ცენტრი მოინახულა

იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში არსებული ცხელების ცენტრი მოინახულა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ცენტრში გამოყოფილია 120 საწოლი. დაწესებულება მზადაა პაციენტების მისაღებად. 

ცენტრში ვირუსის სიმპტომებით შესული პაციენტები პირველად მომსახურებას მიიღებენ. ამ დროისათვის ცენტრს უკვე 26 პაციენტმა მიმართა.

მისი ინფორმაციით, იმერეთში სამი ცენტრია.  გუბერნატორმა ასევე ისაუბრა, კომენდანტის საათის დროს არსებულ ჯარიმებზე.

მისი ინფორმაციით, წუხელ 30 ჯარიმა გამოიწერა იმერეთში, რაც კომენდანტის საათის და სხვა რეკომენდაციების დარღვევას გულისხმობს.

გუბერნატორის ინფორმაციით, იმერეთის მასშტაბით მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი დროებით დაიკეტა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა