|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

იმერეთში გამოვლენილი კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი "ოქროს ბირჟის" კლასტერია

იმერეთში გამოვლენილი კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევიდან  ნაწილი ახალი "ოქროს ბირჟის" კლასტერია. ფალიაშვილის ქუჩაზე დაკეტილია ძვირფასი ნივთების ორი მაღაზია.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ვირუსი 20 თანამშრომელს დაუდასტურდა, რომლებიც კლინიკებში, კონტაქტები კი იზოლაციაში არიან.

"გამოვლენილი 98 ახალი შემთხვევიდან  70% ქუთაისზე მოდის. მათგან ნაწილი ძველ კლასტეტებს უკავშირდება, არის ახალი ერთეული შემთხვევები, რომელთა წყაროების დადგენაც მიმდინარეობს. ასევე ერთეული შემთხვევა გამოვლინდა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის გავრცელების ძირითად კერებს სავაჭრო ცენტრები წარმოადგენს"-აცხადებს შალამბერიძე. 

მხარის რწმუნებული მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ამ დროისათვის იმერეთის კლინიკებსა და კოვიდცენტრებში 320-მდე პაციენტია. რწმუნებულის თქმით, ამ ეტაპზე საწოლფონდის პრობლემა არ აქვთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა