|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

"იმერეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევაა, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო"

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიამ 1 459 ანალიზი დაამუშავა, მათგან კორონავირუსი 104 პაციენტს დაუდასტურდა,  აქედან 68 -ქუთაისშია.

იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო.

"24 საათის განმავლობაში იმერეთში 104 კოვიდინფიცირებული დაგვემატა. ამ დროისთვის სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო. ახალი ინფიცირებულების კონტაქტები ცნობილია და ნაწილი იზოლაციაშია გადაყვანილი, ნაწილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დღეის მდგომარეობით,  18-მდე სკოლაა, სადაც დაფიქსირდა ვირუსი.  რამდენიმე სკოლა სრულად დისტანციურზე გადავიდა, რამდენიმეში მხოლოდ ის კლასი, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა",- განაცხადა შალამბერიძემ.

დღეის მდგომარეობით, იმერეთში კოვიდკლინიკებში 530 პაციენტი მკურნალობს, 200-მდე ადამიანი კოვიდსასტუმროებში, იზოლაციაშია 2 800 ადამიანი.  

 საქართველოში დღეს კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა