|
  • EUR 1 = GEL 3.8415
  • USD 1 = GEL 3.2878
|

იმერეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 16 იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

"16-დან 15 შემთხვევა ქუთაისის არსებული ე.წ. სკოლის კლასტერის კონტაქტებია, მხოლოდ ერთი არის საკვლევი. რაც შეეხება კარავს, იქ შემოწმებულ არცერთ ანალიზზე კორონავირუსი არ დადასტურებულა"-განაცხადა გიორგიძემ.

ჯამში, გუშინ იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 1082 ნიმუშის ტესტირება განხორციელდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა