|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 314 ახალი პაციენტიდან მეტი წილი კვლავ აჭარაზე მოდის.  

"დაგვემატა 314 ახალი პაციენტი, გახდა 5866. კვლავ აჭარა ლიდერობს და იქ 225 ინფიცირებულია, თბილისში - 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი“,-განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, გამოჯანმრელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. მკურნალობას გადის 3542 კორონავირუსით ინფიცირებული. 25 კრიტიკულია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა