|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

იმერეთში საავადმყოფოებში 730 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან 488 თბილისში, 88 აჭარაში, ხოლო 143 იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 371, იმერეთში - 730.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში - 376, აჭარაში - 72, იმერეთში - 198.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 10, იმერეთში - 34. 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ავტორი: ნიუპრესი