|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

იმერეთში ძლიერმა წვიმამ 8 მუნიციპალიტეტი დააზარალა

იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად 8 მუნიციპალიტეტი დაზარალდა. წყალდიდობებმა ძირითადან ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.

იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძე განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

"იმერეთის რეგიონში სულ 8 მუნიციპალიტეტი დაზარალდა, ძირითადი დაზიანებები იყო გზებზე, სასოფლო სავარგულებზე და ოჯახებში, სადაც მოხდა წყლის ნაკადის შევარდნა. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც სახელმწიფო შესაბამის რეაგირებაა მოახდენს",- ამბობს შალამბერიძე.

რწმუნებულის განცხადებით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,  საჭიროების შემთხვევაში,  მზადყოფნაშია შესაბამისი სამსახურები.

 ცნობისთვის, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან სტიქიას გადაურჩა ვანისა და ხონის, ასევე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები. 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი