|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

კერძო ბაღები გახსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუმორჩილებლობას გეგმავენ

 თუ 1-ელ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირება არ აღდგება, ბაღები დაუმორჩილებლობას მიმართავენ. ამის შესახებ საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის" ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობა მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას, მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი. შესაბამისად, არასწორად მიგვაჩნია, რომ გახსნის შემთხვევაში განგვიხილონ საჯარო ბაღებთან მიმართებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკა მოვიძიეთ კოვიდმართვასთან დაკავშირებით და ჩვენი ინსტრუქცია შევიმუშავეთ და დავადგინეთ და უფრო გავამკაცრეთ პირობები, ვიდრე კოვიდმართვასთან დაკავშირებით დღეს არსებობს.

გვინდა, რომ ეს ინსტრუქცია შევათანხმოთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ჩვენ ვექვემდებარებით ეკონომიკის სამინისტროს და არა ბაღების სააგენტოს ან განათლების სამინისტროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს მოხდეს ფუნქციონირების აღდგენა. 

ჩვენ ვცდილობთ, რომ მთავრობასთან ვიყოთ კონსტრუქციულები. თუ 1-ელი მარტიდან არ აღდგება ბაღების ფუნქციონირება, საბოლოოდ დაუმორჩილებლობის ფორმებს მივმართავთ“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა