|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

კინოკვირეული „ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში“ გაიხსნა

კინოკვირეული „ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში“ მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ  ვასილ ამაშუკელის ფილმის - „აკაკის  მოგზაურობა რაჭა- ლეჩხუმში“ ჩვენებით გაიხსნა. ფილმის ჩვენება  აკაკი წერეთლის 180 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

დღეს გოვენ ჭეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩვენება მოეწყობა. მაყურებელი „რეკორდი 40 წლის შემდეგ“ იხილავს.

29 ივლისს დაგეგმილია იპოლიტე ხვიჩიასადმი მიძღვნილი კონოჩვენება. 

30 ივლისი -კი  ოტია იოსელიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. მოეწყობა მისი სცენარის მიხედვით გადაღბული ფილმის   „ჩქარი მატარებელი“ ჩვენება.

                                   

31 ივლისის კონო ჩვენება   რეზო ჭეიშვილს ეძღვნება. ნაჩვენები იქნება მისი სცენარით გადაღებული ფილმი  „ჩემი მეგობარი ნოდარი“, ფილმის რეჟისორია დავით რონდელი.                  3  აგვისტო - „პიერი მილიციის თანამშრომელი“ სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი,                რეჟისორი: დავით რონდელი

4 აგვისტო - "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი “  სცენარის ავტორები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ჯუღელი, სულიკო ჟღენტი, ამირან დოლიძე. რეჟისორი: რეზო ჩხეიძე    

კინოჩვენებები 21 საათზე იწყება.  

ზაფხულის საღამოები ქუთაისის მერიის დაფინანსებით და ორგანიზებით ეწყობა. 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა