|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

კორონავირუსი იმერეთში კიდევ 219 ადამიანს დაუდასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა,  იმერეთში - 219.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 764, აჭარაში - 314, იმერეთში - 716.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 61, იმერეთში - 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 - თბილისში, 303 - აჭარაში, 33 - იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 225, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 7.

 კოვიდინფექციით ქვეყანაში კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი