|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

კოვიდინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 212 დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმერეთი  212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12"მ  - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევაა.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი