|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალურად "Sakartvelo" ეწოდა

ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალურად "Sakartvelo" ეწოდა, რიტაც ჩანაცვლდა "Grzuzia", სახელწოდება, რომლითაც ჩვენს ქვეტანას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იცნობენ. ამიერიდან საქართველოს ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ამ სახელწოდებით მოიხსენიებენ.

2018 წლის მაისში კომისიამ დაუშვა "საქართველო", როგორც ქვეყნის მანამდე არსებული ოფიციალური სახელწოდების "გრუზიას" ალტერნატივა.

"ჩვენ გარდამავალი პერიოდი გვჭირდებოდა, რათა შეგვეხედა, თუ მიიღებდა საზოგადოება ამ სახელწოდებას. როგორც ჩანს, მან ძალიან მალე დაიმკვიდრა ადგილი. მე ვვარაუდობდი, რომ ამას 20 წელი დასჭირდებოდა, თუმცა ამას მხოლოდ ორი წელი დასჭირდა. ნამდვილი მოულოდნელობა იყო", — განაცხადა ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრიუს ანტანაიტისმა.

მისივე თქმით, "გრუზია" რჩება ალტერნატივად და მისი გამოყენება საჯაროდ დასაშვები იქნება.

შეგახსენებთ. 2018 წელს საქართველოს სახელ,წიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუაში გადაწყდა საქართველოს სახელწოდების აღდგენის საკითხი. საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები ლიტვაში უკვე 10 წელი მიმდინარეობდა.

ავტორი: ნიუპრესი