|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე გავხდი პირველი ქართველი მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხდა პატიმრობაში - სააკაშვილი

 მე გავხდი პირველი ქართველი მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხდა პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო - ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. 

 მისი თქმით, მისი კონცეფცია რეგიონების განვითარება იყო, რას ქვეყნის განვითარების გზას წარმოადგენდა. 

 "რამდენიც უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის მიხეილ სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა ლაზიკა იქნებოდა უკვე აშენებული და იქნებოდა ყველაზე ბრწყინვალე პორტი შავი ზღვის.  ქუთაისის პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა, იმიტომ რომ ჩემი კონცეფცია იყო, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს.  ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისელები უნდა ამაყობდენ, რომ  ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა რაღაც ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც სოფლად აქციეს, პარლამენტს ძოვენ ძროხები. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი, ბათუმში გადავიტანეს საკონსტიტუციო სასამართლო,  ლაზიკაში უნდა ყოფილიყო მთავარი ფინანსური ცენტრი საქართველოში...

მე გავხდი პირველი ქართველი მმართველი ლუარსან მეფის შემდეგ, რომელიც 400 წლის წინ მოხდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ვინც ამაში მონაწილეობს.  ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რომელიც მოგვიწყო... მე არ მჯერა, რომ ისინი ქართველები არიან, ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია.  მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე შუშის იქედან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგივრად,  რომ შემეძლოს ჩემ ქვეყანაში, ჩემ აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება" , - განაცხადა სააკაშვილმა.  

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი