|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

მეოთხე დადასტურებული შემთხვევა ქუთაისში - ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსს კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. ეს კლინიკაში მეოთხე დადასტურებული შემთხვევაა.

ახალგაზრდა მამაკაცი ვირუსის სიმპტომით კლინიკაში გუშინ შევიდა. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მკურნალობა უტარდება.

პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და თვითიზოლაციაში იყო.

კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს. ერთის მდგომარეობა ნორმალურია და მას განმეორებით აუღებენ ანალიზს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა