|
  • EUR 1 = GEL 3.642
  • USD 1 = GEL 3.0721
|

"მშენებლობა თუ არ არის დაწყებული, არ ნიშნავს, რომ ამ პროექტებზე არ ვმუშაობთ"- მაია ცქიტიშვილი

"მშენებლობა თუ არ არის დაწყებული, არ ნიშნავს, რომ ამ პროექტებზე არ ვმუშაობთ"-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქუთაისში დაანონსებულ პროექტებზე.

კითხვაზე, რატომ არ მიმდინარეობს პროექტები და არის თუ არა ისევ საინტერესო, ამბობს, რომ ყველა პროექტს აქვს ეტაპები.

"ყველა პროექტს სხვადასხვა ეტაპი აქვს. პროექტს ყოველთვის უძღვის წინ საპროექტო სამუშაოები. გარკვეული პროექტები დასრულებულია და მიმდინარეობს ინვესტორებთან მოლაპარაკება. ასევე პროექტირება მიდის გალერიაზე და ის რომ მშენებლობები არ მიმდინარეობს, არ ნიშნავს, რომ ამ პროექტებზე არ ვმუშაობთ. ასე, რომ დაელოდეთ, ყველაფერი თავის დროზე იქნება"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 შეგახსენებთ, ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 2 წლის წინ  ქუთაისში ყოფნის დროს დავით კაკაბაძის გალერეის, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტები დაანონსა, მისივე განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური აუზის მშენებლობა იგეგმებოდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი