|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

"მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - თბილისში ოპოზიციის აქცია იმართება

"მსვლელობა თავისუფლებისთვის“, – ამ სახელწოდებით აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს თბილისში მართავენ.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუიას გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნებვის დანიშვნაა.

აქციის დაწყებისათვის უკვე მზადება დაწყებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

პარლამენტის ეზოში კი სამართალდამცველები და სპეციალური რაზმები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკუპაჟებიც.

აქციაში მონაწილეებს აქტივისტები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ქუთაისიდან 400-მდე ადამიანი დღეს დილით თბილისში უკვე გაემგზავრა.

 ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა  გუშინ ქუთაისის ბულვარში არსებული საპროტესტო კარავი დაშალეს და განაცხადეს, რომ ამ კარავს თბილისში პარლამენტის წინ გადაიტანენ.

 

ავტორი: ნიუპრესი