|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

პროტესტის 83-ე დღე - "ნამოხვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

ნამოხვანჰესის მომხრეების პარალელურად აქცია გამართეს ჰესის მოწინააღმდეგეებმა. ისინი მშენებლობის შეჩერების მოითხოვნით 83-ე დღეა აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ უსაფრთხოების გარანტიები ამ დრომდე ვერც ხელისუფლების და ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან ვერ მიიღეს.

მშენებლობის მოწინააღმდეგი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი