|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

პანდემიის პერიოდში შექმნილი ოჯახური ბიზნესი - "ლია დეიდას" სივრცე [Video]

 "ლია დეიდას" სახლში ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს.  როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებთ,  მრავალფეროვან, ფერად და საინტერესო სამყაროში მოხვდებით.

 როგორც ლია კობახიძე გვიყვება, ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ზესტაფონიდან იქვე ახლო სოფელში, არგვეთაში საცხოვრებლად გადავიდა.  ოჯახმა რემონტის გაკეთება ვერ შეძლო, რის გამოც ლია დეიდამ საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყო და ერთი უბრალო სახლი ნამდვილ ზღაპრულ გარემოდ აქცია. 

"ლია დეიდას" სივრცის ბიზნესად გადაკეთების იდეა მის შვილს გიორგის ეკუთვნის. პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი გიორგი სოფელს დაუბრუნდა და იდეაც გაჩნდა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა