|
  • EUR 1 = GEL 3.642
  • USD 1 = GEL 3.0721
|

პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენება თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო - მაია ცქიტიშვილი

როგორც მოგეხსენებათ პარალამენტის შენობა არის ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, არის დაგეგმილი ამ შენობების პრივატიზება და შესაბამისად ამ შენობებისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა -განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში აშენება თავისდროზე არასწორი გადაწყვეტილება იყო.

"სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებით, თავის დროზე მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხდა პარალემენტის შენობაში, ლამაზი არქიტექტურის შენობაში, რომელიც სამწუხაროდ, მუშაობისთვის ყოვლად მიუღებელია და თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო უშუალოდ ამ შენობაში და ეს შენობა საჭიროებს ძალიან ბევრ ინვესტიციას.  იმისთვის, რომ შენობის გადაკეთება მოხდეს, სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება და გარდა ამისა, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებაში 300 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა, მაშინ როდესაც ქუთაისს მაგალითად არ ჰქონდა წყალმომარაგების სისტემა და მხოლოდ წელს ჩვენ შევძელით 24 საათიანი წყალმომარაგების მოგვარება.

აქედან გამომდინარე, გადატანა-დაბრუნება გაკეთებული საქმე არის მაშინ, როდესაც ეს საქმე ეფექტურად გამოიყენება. ძალიან პრობლემა ქონდათ იმ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობდა - აპარატის თანამშრომლებს მათ ოჯახის წევრებს და ა.შ. ამ შემთხვევაში პარლამენტი მუშაობს, იქ, სადაც პარლამენტი თავდაპირველად მუშაობდა და სადაც ჩვენს ქვეყანაში არის არის დედაქალაქში.

ქუთაისს, რაც შეეხება და მის განვითარებას აქ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოწესრიგდა-განვითარდა ტურიზმი. განვითარდა ბიზნესი საწარმოებო და სწორედ ტურისტული მოზიდულობით ცენტის შექმნით ქუთაისს აქვს საშუალება ახალი სამუშაო ადგილი იყოს შექმნილი, რაც არის უქკვე შექმნილი. პარლამენტი არ არის ერთადერთი, ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით ქუთაისში გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ სწორედ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი