|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებები იმართება. 

ღონისძიების ფარგლებში, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გაიხსნა, რასაც დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი დაესწრო.

დღესვე,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე,  ირაკლი კობახიძე, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვეს. როგორც ცნობილია. კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს, ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს. საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის, პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა